ფეხბურთი

17:43 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიანოსა და "ნაპოლის" შორის კონტაქტი კონფერენს ლიგის ფინალის მერეც შედგება

„ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს და მთავარ ფავორიტად ისევ ვინჩენცო იტალიანო რჩება. როგორც იტალიური მედია წერს, „ფიორენტინას“ თავკაცი სავარაუდოდ, ნეაპოლელთა ახალი მესაჭე გახდება.

უფრო კონკრეტულად, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, ხოლო კონფერენს ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც „ფიორენტინა“ „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება, იტალიანოსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის მორიგი კონტაქტი ისევ შედგება.

ასევე ცნობილია, რომ დე ლაურენტისი ფლორენციელთა სპორტულ დირექტორ დანიელე პრადეს უკვე ესაუბრა მწვრთნელის თაობაზე. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მის მაგიდაზე 20 მწვრთნელის კანდიდატურაა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ივნისის ბოლომდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ უკვე დატოვა. ის „აძურის“ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110546