ფეხბურთი

16:27 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა: სეზონში ის 100 მილიონს მიიღებს

კარიმ ბენზემა კარიერას „ალ-იტიჰადში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ცნობით, კონტრაქტი გაფორმებულია.

ფრანგი ფორვარდი საუდის არაბეთის კლუბში 2026 წლის ბოლომდე დარჩება, სეზონში კი გასაოცარი ანაზღაურება ექნება - 100 მილიონი ევრო.

მოგეხსენებათ, ბენზემამ მადრიდის „რეალი“ უკვე დატოვა. ფრანგი კრიშტიანუ რონალდუს კონკურენტი იქნება, რომელიც ასევე საუდის არაბეთში თამაშობს, ოღონდ „ალ-ნასრიში“.

ბენზემას აქამდე „ლიონსა“ და „რეალში“ აქვს ნათამაშები. ფრნაგულ გუნდში მან 2004-2009 წლებში 148 მატჩში 66 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანურ გრანდში 2009-2023 წლებში 648 შეხვედრაში თავი 354-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116754