ფეხბურთი

23:52 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები ჩაიბარა

„ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „სამპდორიას“ 2:0 მოუგო, 90 ქულა მოაგროვა და 16 პუნქტით გაუსწრო მეორეადგილოსან „ლაციოს.“ ნეაპოლელებმა 33-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვეს სკუდეტო.

მატჩის შემდეგ თასისა და ოქროს მედლების საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელია, ტრადიციულად საქართვესდროშამოხვეული წარსდგა დაჯილდოებაზე.

ამ წუთებში ნეაპოლის დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გრანდიოზული კონცერტი მიმდინარეობს.

თეგებინაპოლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127856