ფეხბურთი

20:17 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპ კლემანი დაითხოვა

ბელგიელმა სპეციალისტმა, ფილიპ კლემანმა, „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - გვამცნობს კლუბის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კლემანი კლუბში 2022 წლის იანვარში მივიდა და ხორვატი ნიკო კოვაჩი ჩაანაცვლა. ალბათ, გადადგომის გადაწყვეტილება იმანაც დააჩქარა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონის ბოლოს „მონაკომ“ ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა.გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 65 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში მონეგასკები „ტულუზასთან“ დამარცხდნენ 1:2 და „რენს“ ევროპა ლიგაზე კვალიფიკაციის საშუალება მისცეს, „ლილი“ კი კონფერენს ლიგაზე მოხვდა.

კლემანის შესაძლო მემკვიდრეები „ზალცბურგის“ თავკაცი, მატიას იაისლე და ჯესი მარში არიან, რომელიც 2019-21 წლებში ასევე ხელმძღვანელობდა ავსტრიულ კლუბს.

0.114715