საფეხბურთო ჩემპიონატები

15:50 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი MLS-ს მიუახლოვდა
„ინტერ მაიამიმ“ არგენტინელს სამწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა

ლიონელ მესი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში MLS-ში გადასვლას.

როგორც Marca იტყობინება, არგენტინელმა ოფიციალური წინადადება მიიღო. „ინტერ მაიამიმ“ მესის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, თუმცა მისი შედარებაც კი არ ღირს „ალ ჰილალის“ წინადადებასთან, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 400 მილიონ დოლარს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, მაიამელთა მიერ შეთავაზებული თანხა მაინც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა MLS-ში. ამ მომენტისთვის, მაიამელთა წინადადება მესისთვის გაკეთებული ერთადერთი ოფიციალური შეთავაზებაა, საუდის არაბეთის ვარიანტს თუ არ ჩავთვლით.

0.112736