ფეხბურთი

15:14 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში ასენსიოს გადასვლა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა

მარკო ასენსიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლას.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან ყველა საკითხზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს და ის უკვე ხელმოწერილია პსჟ-ს სპორტული დირექტორის ლუიშ კამპუშის მხრიდან. რაც შეეხება ასენსიოს ხელმოწერას, ის სავარაუდოდ უკვე მომავალ კვირაში გაჩნდება ხელშეკრულებაზე. მანამდე კი მარკო გულშემატკივრებს უნდა დაემშვიდობოს.

მადრიდის „რეალმა“ უკვე ოფიციალურად განაცხადა გუნდიდან ასენსიოს წასვლის შესახებ.

27 წლის ფეხბურთელისთვის პსჟ პირველი არაესპანური გუნდი იქნება. „რეალის“ გარდა, მას „მალიორკასა“ და „ესპანიოლში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111197