ფეხბურთი

16:12 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ მარკო ასენსიოს წასვლის შესახებ გამოაცხადა

მადრიდის „რეალმა" თავდამსხმელის, მარკო ასენსიოს გუნდიდან წასვლის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა.

„რეალი“ მადლობას უხდის მარკო ასენსიოს, ფეხბურთელს, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში იცავდა ჩვენი გუნდის ღირსებას. ის „რეალში" 20 წლის ასაკში მოვიდა და გუნდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში კლუბის ისტორიაში ჩაწერა მოახერხა. ჩვენ, მადრიდელებს, არასოდეს დაგვავიწყდება მისი თამაში და საქციელი, მთელი ამ ხნის განმავლობაში. მადრიდის „რეალი" ყოველთვის იყო და იქნება მისი სახლი და კლუბი მას და მის ოჯახს წარმატებებს უსურვებს ახალ ეტაპზე." - წერია განცხადებაში.

27 წლის ასენსიო „რეალში" 2016 წლიდან თამაშობდა. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში თავდამსხმელმა 17 ტიტული მოიგო, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამდენივეჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109922