კალათბურთი

15:39 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ საკანდელიძეს FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ

FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო, ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ, ზურაბ საკანდელიძეს, FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.



ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი და მცველი XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972 მიუხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფლობელი (1969), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მცველი (1967), კონტინენტის სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967) და მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი იყო.

იგი 1963-74 წლებში „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა. ზურაბ საკანდელიძე 2004 წლის 25 იანვარს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს მხატვრული ფილმი, „სამი წამი“ გამოვიდა, რომელიც სსრ კავშირის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, მის როლს კი ირაკლი მიქავა ასრულებს.

0.130959