ფეხბურთი

13:15 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის მომავალი შემდეგ კვირაში გადაწყდება
ჩავის კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ ესპანურ Mundo Deportivo-სთან საუბარში კლუბის მომავალ გეგმებზე და მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა განცხადებები.



„უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ მისთვის „ბარსელონას“ კარი ღიაა. ის სეზონს „პარი სენ-ჟერმენში“ დაასრულებს, რადგან იმ გუნდს პატივს სცემს, ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტს სად უნდა წავიდეს. ეს მომდევნო კვირას მოხდება და „ბარსელონაში“ მის დაბრუნებას მე 100%-ით ვემხრობი.

ბერნარდუ სილვას დამატება შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა ის „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეა და ეს ძალიან რთული იქნება. ამ ზაფხულში იანიკ ფერეირა კარასკოს საკითხსაც გავარკვევთ. ეს ამბავი მომავალ კვირას უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება რუბენ ნევეშს, ის კარგი ფეხბურთელია. ვნახოთ, მოერგება თუ არა ჩვენს სტილს. ამ მომენტისთვის ბუსკეტსის შემცვლელის მოძებნა ჩვენი პრიორიტეტია“ - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პარი სენ-ჟერმენის“ პრესკონფერენციაზე კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ლეო მესი კლუბში ბოლო მატჩს „კლერმონთან“ ჩაატარებს და ამის შემდეგ, პსჟ-ს დატოვებს. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა მთავარ კანდიდატებად „ბარსელონა“ და „ალ-ჰილალი“ განიხილებიან.

რაც შეეხება კატალონიურ კლუბს, მიმდინარე სეზონში გუნდს ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ტოვებენ, რის გამოც გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ეძებს საყრდენ ნახევარმცველს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112317