ფეხბურთი

12:19 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას „რეალის“ დატოვება და საუდის არაბეთში გადასვლა სურს

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ესაუბრა და განუცხადა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი სანტი აუნა.

წყაროს ცნობით, ფრანგმა თავდამსხმელმა მადრიდის „რეალიდან" წასვლისა და საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადში" გადასვლის თაობაზე ილაპარაკა. ამის მიუხედავად, ესპანური კლუბი არ კარგავს იმედს, რომ ბენზემას შეინარჩუნებს, თუმცა შანსები მცირეა.

„ალ-იტიჰადმა“ ბენზემას სეზონში 100 მილიონევროიანი კონტრაქტი შესთავაზა, პლუს ბონუსები. ფრანგი უკვე ესაუბრა ყოფილ რეალელ თანაგუნდელს, „ალ-ნასრის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს და საუდის არაბეთში ცხოვრების შესახებ ჰკითხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101993