რაგბი

18:00 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღე დარჩა

8 სექტემბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება. ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე ქვეყანაში ღონისძიებები ჩატარდა.



საფრანგეთის რაგბის კავშირის განცხადებით, ქვეყანა უკვე მზად არის მსოფლიო თასის ჩასატარებლად. ვებ ელისის სახელობის თასი მოქმედი გამარჯვებულის, სამხრეთ აფრიკის მხრიდან უკვე საფრანგეთში ჩაიტანეს. ასევე წარმოადგინეს მედლები, რომლებიც ტურნირის საპრიზო ადგილების მქონე გუნდებს დაურიგდებათ. მასპინძელ ქალაქებში სპეციალური „სოფლები“ გაიხსნა. ძირითად საკითხები მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის უკვე მოგვარებულია.

ივარაუდება, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი ყველაზე პოპულარული სარაგბო ღონისძიება იქნება. ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფოს 90 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის მიერ ასეთი დიდი ღონისძიების მასპინძლობას. თამაშების ბილეთები კი სარეკორდო დროში გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ასევე ტურნირზე იმსაჯებს ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10915