ფეხბურთი

12:25 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„უსიამოვნო საუბარი გვქონდა“ - ჰიონესი კანის „ბაიერნიდან“ გათავისუფლების შესახებ

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, კლუბის გენერალური დირექტორის პოსტიდან ოლივერ კანის გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან საუბარი უსიამოვნო გამოდგა.

„კანთან უსიამოვნო საუბარი გვქონდა. მისი მოწვევა ალბათ თავიდანვე ცდომა იყო. არადა, ოლივერი უაღრესად ინტელექტუალური ადამიანია. მასთან სასიამოვნოა ურთიერთობა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეგონა, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, შეძლებდა ამ საქმის გამკლავებას, მაგრამ გარშემო მრჩეველები შემოიხვია.

დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, როგორც ფეხბურთელს. მან ბევრი რამ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაამართლა მოლოდინი, ჩემი კარი ოლივერისთვის ყოველთვის ღიაა.

სიმშვიდე გვჭირდება და არა არეულობა, რომელიც ახლახან სუფევდა.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Kicker.

0.104389