ფეხბურთი

23:20 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის ხელმძღვანელობა ნეიმარის საქციელით უკმაყოფილოა

პსჟ-ის ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ნეიმარის საქციელით აღშფოთებულია - გვამცნობს Goal.

31 წლის ბრაზილიელმა პარიზელების საჩემპიონო მატჩი გამოტოვა და სამაგიეროდ მონტე კარლოში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის არყოფნა პსჟ-ის ხელმძღვანელობამ პროვოკაციად აღიქვა.

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „სტრასბურთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1), პარიზელებმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს. პარალელურად ნეიმარი პოკერის ტურნირზე ბრძანდებოდა, მეორე დღეს კი მონაკოს გრან პრიზე ფორმულა 1-ის პილოტებთან ერთად ატარებდა დროს.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოდან თამაშობს. 2022/23 სეზონში თავდამსხმელმა გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ამჟამად ტერფის ტრავმას მკურნალობს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.112475