ფეხბურთი

20:23 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: „ტაიმებს შორის შესვენება უნდა გაუქმდეს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ტელეარხ Rai 3-სთან საუბრისას თანამედროვე ფეხბურთის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე იდეა გააჟღერა. მათ შორის, ტაიმებს შორის შესვენების გაუქმებისა.

„მინდა ახალგაზრდები გამოვაჯანმრთელო. ისინი სმარტფონებსა და კომპიუტერებზე არიან დამოკიდებულნი. არ აქვთ მოთმინება და სურვილი ფეხბურთს სათამაშოდ.

განათლების მინისტრს უნდა დაველაპარაკო და ვთხოვო, სკოლებში ფეხბურთი სავალდებულო საგანი გახადოს.

ჯერ კიდევ არსებობს ტაიმებს შორის 15 წუთიანი შესვენება, ეს სიგიჟეა. შესვენება უნდა გაუქმდეს. ჩვენ 27 მოთამაშე გვყავს 90 წუთის სათამაშოდ.“ - დასძენს დე ლაურენტისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108683