ფეხბურთი

1:05 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა" ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური

იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის გვიან მატჩში, „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა, და 0:1 დამარცხდა. ამისდაკვალად, „მილანი“ ზედიზედ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

ოლივიე ჟირუმ ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა. ფრანგმა დავიდე კალაბრიას გადაცემით შეაგდო.

„მილანი“ 37 მატჩიდან 67 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. სტეფანო პიოლის შეგირდები მეხუთე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ ექვსი ქულით უსწრებენ. ტურნირის დასრულებამდე კი ერთი ტური დარჩა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში „მილანმა“ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მარადიულ მეტოქე „ინტერსთან“ დამარცხდა.

0.127448