ფეხბურთი

23:04 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფინანსური მაქინაციების გამო, უეფამ შესაძლოა „იუვენტუსი“ ევროთასებიდან მოკვეთოს

უეფამ შესაძლოა „იუვენტუსი“ ევროთასებიდან მოკვეთოს და როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, საუბარია როგორც ერთწლიან ისე რამდენიმეწლიან დისკვალიფიკაციაზე.

უეფა ისევ ელის „იუვეს“ უარს სუპერლიგის პროექტზე, რაც, ევროკავშირის სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში მყოფი იტალიური კლუბისგან ჯერჯერობით არ ისმის.

გარდა ამისა, ტურინელთა ახალი ხელმძღვანელობა არ ეკონტაქტება უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს. არადა, მაგალითად, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ლაპორტა, რომელიც ასევე ემხრობა სუპერლიგის იდეას, აპრილში სლოვენიაში სწორედ ჩეფერინთან სასაუბროდ ჩაფრინდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ევრთასებზე „იუვეს“ მონაწილეობაზე - საქმე ეხება კაპიტალის ფიქტიურ გაზრდას და ხელფასებთან დაკავშირებულ მაქინაციებს. მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ 10 ქულა ჩამოაკლეს და შედეგად, სერიაში ა-ში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა, არადა, მეორეზე უნდა იყოს.

სწორედ ამდენი პრობლემის გათვალისწინებით, ჩეფერინი და მისი გუნდი გაკვირვებულია „იუვეს“ ახალი ხელმძღვანელობის პასიურობით, როგორც მინიმუმ სუპერლიგაზე უარის თქმის საკითხში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109996