ფეხბურთი

15:37 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგის ზედიზედ მოგებული 7 ფინალი, წინ კი "მანჩესტერ სიტია"

მილანის „ინტერმა“ იტალიის თასის ფინალში ფლორენციის „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა და ეს ჯილდო ისტორიაში მეცხრედ მოიგო, მაგრამ მთავარი სიმონე ინძაგის სტატისტიკაა.

მას სამწვრთნელო კარიერაში 8 ფინალი აქვს ჩატარებული, საიდანაც პირველი წააგო, 2017 წელს იტალიის თასზე „იუვენტუსთან“, მაგრამ ბოლო 7 ზედიზედ მოიგო!

ინძაგის „ლაციომ“ 2017 წელს იტალიის სუპერთასზე აჯობა „იუვეს“, 2019 წელს იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“, იმავე წელს სუპერთასზე ისევ „იუვენტუსი“ დაამარცხა, 2022 წლის დასაწყისში, უკვე „ინტერის“ მწვრთნელის რანგში კვლავ სუპერთასზე ტურინული გრანდი დაამარცხა, რომელსაც გასულ წელს იტალიის თასის ფინალიც მოუგო, ხოლო მიმდინარე სეზონში იტალიის სუპერთასზე „მილანი“ და ახლა თასის ფინალში „ფიორენტინა“ დაამარცხა.

ასე რომ, სიმონეს ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს, წინ კი მთავარი ფინალია, ჩემპიონთა ლიგის, „მანჩესტერ სიტისთან“. ცხადია, ასეთი გამოწვევა ინძაგის ზემოხსენებულ ფინალებში არ ჰქონია, მაგრამ თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ ზედიზედ 7 ფინალი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111437