ფეხბურთი

13:16 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეს საუკეთესო გოლი, რომელიც აქამდე არ გინახავთ
გრაფიკოსებმა მსოფლიო ფეხბურთის მეფედ აღიარებული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს გატანილი გოლი ბრაზილიური "იუვენტუსის" კარში გააცოცხლეს. პელეს თაობის გულშემატკივრები კი მიიჩნევენ, რომ ეს გოლი პელეს კარიერაში საუკეთესო გახლდათ.

სამწუხაროდ, "სანტოსის" და "იუვენტუსის" 1959 წლის დაპირისპირების ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს. იმ დროისთვის 18 წლის პელემ მეტოქეს შესანიშნავი ბურთი გაუტანა. ვიდეოში ჩანს, რომ ბრაზილიელმა ლეგენდამ ორ მცველსა და მეკარეს თავზე ბურთი გადაუგდო და გოლი ისე გაიტანა.



თეგებიპელე
Loading...
0.140294