ფეხბურთი

19:48 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "კონტესთან კვარაცხელიას მოედანზე როლი არ ექნება"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ „ნაპოლის“ მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯან პიერო გასპერინი და ანტონიო კონტე „ნაპოლისთვის“ იდეალური არჩევანი არ იქნება.

„გასპერინი? 3-კაციანი დაცვა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს, მაგრამ ის სრულად განსხვავებული მანერით თამაშობს, ვიდრე „ნაპოლი“ აქამდე თამაშობდა. ასეთ დროს უნდა დაარწმუნო ყველა ფეხბურთელი, რომ გააკეთონ ის, რაც არასდროს გაუკეთებიათ. არ ვამცირებ გასპერინის, მაგრამ მისი თამაში არ არის ყველასთვის ადაპტირებადი.

კონტეს გარკვეულწილად განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მასთან გამკლავება ადვილი არ არის. მას აქვს გუნდის დამუხტვის უნარი, მაგრამ ბოლო 8 წლის განმავლობაში 3-5-2 სქემით თამაშობს, ამ ტაქტიკაში კი კვარაცხელიას როლი არ ექნებოდა“, - თქვა ვენტურამ.

0.103939