ფეხბურთი

15:37 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

Goal: ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარი ფავორიტია. ხვიჩა - მერვეა

გამოცემა Goal-მა წარმოადგინა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების რეიტინგი.

ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მიღების მთავარ ფავორიტად პსჟ-ის არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი რჩება. ხუთეულში არიან ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პსჟ), ვინისიუსი (მადრიდის რეალი) და კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი).

ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზეა.

საუკეთესო 20 კანდიდატის სია ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (პსჟ);
  2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი);
  3. კილიან მბაპე (პსჟ);
  4. ვინისიუსი (მადრიდის რეალი);
  5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი);
  6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი);
  7. კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი);
  8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი);
  9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  10. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი);
  11. ილკაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი);
  12. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი);
  13. ლაუტარო მარტინესი (ინტერი);
  14. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი);
  15. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი)
  16. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი);
  17. ბუკაიო საკა (არსენალი);
  18. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი);
  19. ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი);
  20. როდრიგო გოესი (მადრიდის რეალი)
0.113663