ჩოგბურთი

17:05 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს.

ბასილაშვილი კვალიფიკაციის პირველივე წრეში იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. როგორც ხედავთ, ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, მეორე სეტი კი მეტოქემ ძალიან იოლად მოიგო. შეხვედრა ზუსტად 1 საათი გაგრძელდა.

ბასილაშვილს ბოლო პერიოდში წარუმატებელი სერია აქვს და რეიტინგში 217-ე ადგილამდე დაქვეითდა. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმა დიდი ხანია აწუხებს, რის გამოც გამაყუჩებლებით თამაშობს.

0.120252