ფეხბურთი

13:20 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "სპალეტი ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ჩავეხუტე"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. მან განმარტა რატომ ჩაეხუტა გოლის შემდეგ ლუჩანო სპალეტის.

„სივრცე ვიპოვე და დარტყმა ვცადე, კარგად გამომივიდა. გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლი იყო, მოგება გვინდოდა და ბედნიერი ვარ. რატომ ჩავეხუტე გოლის შემდეგ სპალეტის? ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და გუნდისთვის. ამიტომ ჩავეხუტე.

მატჩამდე ვისაუბრეთ, რომ „ინტერი“ იყო ერთადერთი, ვინც დამარცხებული არ გვყავდა, ამიტომ, ახლა ბედნიერები ვართ. კარიერის აქ დასრულება? „ნაპოლიში“ კარგად ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 მაისს, სტუმრად „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109371