ფეხბურთი

11:37 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "ვინისიუსის მხრიდან ფანების მიმართ დამამცირებელი ჟესტები იყო"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ლა ლიგაში ჯერ ადგილი არ შეუნარჩუნებიათ და მუშაობა უნდა გააგრძელონ.

„არა, ჯერ გადარჩენილები არ ვართ და არ ვიცით, საკმარისი იქნება თუ არა, 40 ქულა. უსაფრთხოდ ვიქნებით, როცა ამას სატურნირო ცხრილი იტყვის, მათემატიკური გათვლების გაკეთებას არ ვაპირებ. „ვილიარეალთან“ ფრისა და ზედიზედ ორი მოგების შემდეგ უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ ქულების მოპოვება, რათა ადგილი მათემატიკურად შევინარჩუნოთ. ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ეს ადვილი არ არის და კონცენტრირება იმაზე უნდა გავაკეთოთ, რაც მნიშვნელოვანია.

„ვალენსია“ გმობს და მე ვარ პირველი, ვინც ნებისმიერ რასისტულ შეურაცხყოფას ეწინააღმდეგება. თუ საჭირო იქნება, „ვალენსია“ საქმეს გამოიძიებს, არ ვიზიარებთ რასისტულ კომენტარებს. თუმცა, ჩვენი გულშემატკივრები სამაგალითოები არიან. თუ მათგან პატივისცემას ვითხოვთ, მაშინ ეს მეორე მხარისთვისაც უნდა გავაკეთოთ, ვითხოვთ ურთიერთპატივისცემას, რადგან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის მხრიდან „ვალენსიას“ ფანების მიმართ დამამცირებელი ჟესტები იყო“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 40 ქულით მე-13 ადგილზეა, თუმცა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გასავარდნ ზონასთან ჯერ მხოლოდ 5 ქულა აშორებს. „ღამურები“ მომდევნო ტურში 25 მაისს, „მალიორკას“ სტუმრად შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11203