ფეხბურთი

23:01 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ "მეცმა" ვერ მოიგო და ლიგა 1-ს დავითაშვილი მიუახლოვდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ლიგა 1-ში გადასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა. თუმცა, კარგი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა „გენგამთან“ საგარეო მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როცა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაუშვეს და თამაში 1:1 დასრულდა.

მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 35 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ, „კაენის“ ფეხბურთელ ალექსანდრ მენდის 5 გოლით უსწრებს.

„მეცს“ 66 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ კი 3 ქულით ჩამორჩება. წინ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, შესაბამისად, დიდი შანსია ლიგა 1-ში ჟირონდელები გადავიდნენ. „მეცი“ მომდევნო ტურში 26 მაისს, „სოშოს“ ესტუმრება. აქვე გეტყვით, რომ დღეს "ბორდომ" მოიგო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

0.101554