ფეხბურთი

19:06 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის საგოლე პასი სერია A-ში, "კრემონეზე" პრაქტიკულად გავარდნილია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 1:5 განადგურდა და პრაქტიკულად სერია B-ში გავარდა, მხოლოდ ამის გაოფიციალურებაღა დარჩა.

ლუკა ლოჩოშვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:3-ს აგებდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოლე პასი გააკეთა. ლუკას გადაცემით გოლი დანიელ ჩოფანიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:5.

ქართველმა მცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერაც იტალიის თასზე ითამაშა.

„კრემონეზე“ 24 ქულით მე-19 ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 6 ქულით ჩამორჩება, ასე რომ, პრაქტიკულად გავარდნილია, ყველაფერი ამ ტურის მატჩებისა და მისი კონკურენტების შედეგების შემდეგ შეიძლება გაოფიციალურდეს. მომდევნო ტურში დავიდე ბალარდინის გუნდი 28 მაისს, „ლაციოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121924