ფეხბურთი

13:05 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი რეკორდისკენ მიიწევს

"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი დიდი ალბათობით ლეგენდარული ფეხბურთელის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს გაიმეორებს.

28 წლის ფორვარდმა ხუთშაბათს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოსთან მოგებულ შეხვედრაში (5:0) ნაკრების მაისურით რიგით 42-ე გოლი გაიტანა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის (49 გოლი) გასამეორებლად 7 გოლი სჭირდება.

რუნი ბომბარდირთა დავაში ამჟამად მეოთხე ადგილზეა. მესამე ადგილზე ჯიმი გრივზია 44 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე გარი ლინეკერი - 48 გოლი.

თუ გავითვალისწინებთ უეინ რუნის ასაკს და მის სათამაშო ხარისხს, გასაკვირი არც იქნება მან ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეოროს და გააუმჯობესოს კიდეც.

0.116871