ფეხბურთი

13:20 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მზადაა 18 წლის ბრაზილიელში 45 მილიონი გადაიხადოს

„ბარსელონა" მზადაა „ატლეტიკო პარანაენსეს“ თავდამსხმელის, ვიტორ როკესთვის 45 მილიონი ევრო გადაიხადოს - გვამცნობს Goal.

პოტენციური ტრანსფერის საბოლოო თანხა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა „ბარსელონა“ განიხილავს ვარიანტს, რომელშიც ფიქსირებული გადახდის გარდა, სატრანსფერო ხელშეკრულებაში „ატლეტიკოს“ სხვადასხვა ბონუსებს გაუწერენ.

„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება, თუმცა ესმით, რომ ნაკლებად სავარაუდოა 60 მილიონი ევროს მიღება, რომელიც ფეხბურთელის კონტრქტშია მითითებული.

„ბარსელონას“ გარდა, 18 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ინგლისური „არსენალი,“ „ჩელსი“ და „ნიუკასლი,“ ასევე ფრანგული პსჟ იჩენენ.

როკემ ბრაზილიის ნაკრებში უკვე ითამაშა. მისი კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2027 წლამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110141