ფეხბურთი

12:12 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ამას კლუბი და გულშემატკივრები იმსახურებდნენ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ესპანიოლთან“ მოგებისა და ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ამ გამარჯვებას კლუბი და გულშემატკივრები იმსახურებდნენ.

„სამუშაო კარგად შევასრულეთ. ივლისში დავიწყეთ და 10 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, მსხვერპლი გავიღეთ. გულშემატკივრები და კლუბი ამ წარმატებას იმსახურებდნენ. ამ სამუშაოს წყალობით მივაღწიეთ სტაბილურობას და უსაფრთხოებას. დიდებულ მატჩში ტიტული მოვიპოვეთ, მშვენივრად ვითამაშეთ.

ლა ლიგა დერბიში მოვიგეთ, ეს უჩვეულოა. ზეიმზე რაც მოხდა? გასაგებია, რადგან სახლში არ ვიყავით, ამიტომ, უპატივცემულობა არ შეიძლება. მესმის, ძნელია თავის შეკავება, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოედანი, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ. ეს გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი პროექტის უსაფრთხოებას. ზოგიერთ მატჩში შესანიშნავად ვითამაშეთ, ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი 2019 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში 27-ედ გახდა.

0.114261