ფეხბურთი

22:14 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" კიმს ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობს, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველის, კიმ მინ-ჯეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟება, რომელიც მზადაა იტალიურ კლუბს მისი გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს.

თუმცა, საბოლოო სიტყვა აზიელ ფეხბურთელზეა. Foot Mercato-ს ცნობით, ინგლისელები კიმს ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობენ, რითაც „წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

კიმსაც პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივა მოსწონს, თუმცა, წყაროს თანახმად, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ, შეიძლება ერთი სეზონით „ნაპოლიში“ დარჩენა არჩიოს. აქვე ვთქვათ, რომ იტალიური მედია აქტიურად წერს სამხრეთკორეელის „მანჩესტერში“ ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 43-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.

0.114427