ფეხბურთი

1:57 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ინტერი" მე-7 წუთამდე ჩვენს საჯარიმოში საერთოდ არ შემოსულა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მსაჯის მუშაობა არ მოეწონა, საპასუხო შეხვედრაში კი მისი გუნდი სიტუაციის შეცვლას ეცდება.

„ინტერმა“ პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი მეორე ტაიმში ალბათ უკეთესები ვიყავით. „ნერაძურიმ“ მეტი ხარისხი აჩვენა და ჩვენ ბურთის ფლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით. თამაშის მე-7 წუთამდე ისინი ჩვენს საჯარიმოში საერთოდ არ შემოსულა და პირველივე კუთხურიდან გოლი გაიტანეს. ეპიზოდებს მატჩის შეცვლა შეუძლიათ, ვეცდებით, საპასუხო მატჩში უკეთესად ვითამაშოთ.

გვინდოდა ინტენსიური, კომპაქტური და აგრესიულები ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. „ინტერმა“ დუელებში იმარჯვა, მენტალურად და ტაქტიკურად რთული იყო, თუმცა მეორე ტაიმში კარგი რეაქცია დავინახე და ეს უნდა ვაჩვენოთ 16 მაისის შეხვედრაში.

გვქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, ახლა კი დონე უნდა ავწიოთ, რადგან განსხვავებულად თამაში გვჭირდება. ფეხბურთელებში არის იმედგაცრუება, მაგრამ ასევე არსებობს სურვილი, რომ ეს შედეგი აღმოფხვრან. მსაჯმა ორმაგი სტანდარტებით იმუშავა პატარ-პატარა სიტუაციებში, მაგრამ არ დავკონკრეტდები. ლეაუ? ვნახოთ, როგორ იქნება უახლოეს დღეებში. 6 დღეა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელდება“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი 16 მაისს გაიმართება.

0.112811