ფეხბურთი

12:20 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: „რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეფეა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის" შურისძიება სურს

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, როდრიმ, მადრიდის „რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მათი პირველი თამაში დღეს, 9 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ეს არის შურისძიების შანსი. ჩვენი ფილოსოფიაა გამოცდილებიდან ვისწავლოთ. შარშან ბრწყინვალე 180 წუთი გვქონდა მადრიდელებთან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საპასუხო მატჩის ბოლო წუთები ჩავაგდეთ.

პატივს ვცემთ „რეალს,“ ისინი ჩემპიონთა ლიგის მეფეები არიან. მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ იარაღი გვაქვს. შესანიშნავ ფორმაში ვართ და არაფრის გვეშინია. მადრიდში საბრძოლველად ჩავედით და, რა თქმა უნდა, შურისძიება გვინდა.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს The Guardian.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134562