ფეხბურთი

21:45 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურეს აგენტი: "შამანების ჯადოსგან გვარდიოლა თავისუფალია"

ვეტერანი ფეხბურთელის იაია ტურეს აგენტმა დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ შამანების ჯადო პეპ გვარდიოლაზე მოხსნილია, შესაბამისად, ესპანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„ვიცი, რომ იაიას „მანჩესტერ სიტისთვის“ წარმატების გარდა არაფერი სურს. შემიძლია ვთქვა, რომ შამანებისგან შელოცვა მოხსნილია. იმედი მაქვს, რომ „სიტი“ წელს ტრებლს შეასრულებს, პეპ გვარდიოლას შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, წელს დიდი შანსი აქვთ, მაგრამ თუ ვერ მოახერხეს, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში ამას გააკეთებენ“, - თქვა სელუკმა.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს და პეპ გვარდიოლას კონფლიქტი ჰქონდათ, რის შემდგომაც სელუკმა განაცხადა, რომ აფრიკელმა შამანებმა გვარდიოლას შელოცვა გაუკეთეს და ის ჩემპიონთა ლიგას ვეღარ მოიგებდნენ. როგორც ჩანს, კოტ დივუარელის ფეხბურთელის აგენტმა ეს სიტყვები უკან წაიღო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116738