ფეხბურთი

21:14 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" 3-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და "დინამო თბილისი" მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის სათავეში სიტუაცია დაიძაბა, რადგან "დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმთან" ჩამორჩენა შეამცირა.

„დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“ ესტუმრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ ვიცე-ჩემპიონიიოლად იგებდა... 87-ე წუთამდე აჭარელთა სასარგებლოდ ანგარიში 3:0 იყო! და, მაინც ვერ მოიგო: ომარ თეთრაძის გუნდმა სასწაული მოახდინა და მეტოქეს დარჩენილ დროში წონასწორობა აღადიგნა. ჯერ ლუკა სილაგაძემ გაიტანა, მერე შეიკნე სილამ დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა 103 წუთი ითამაშეს, გამათანაბრებელი გოლიც სწორედ მე-12 კომპენსირებულ წუთზე გავიდა. ამრიგად, "დინამო ბათუმმა" ქულები დაკარგა და ახლა მხოლოდ ორი ქულით უსწრებს მდევარ "დინამო თბილისს", სამით - "სამგურალს".

„დინამო თბილისმა“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია და ორმატჩიანი წაგებები სამტრედიაში შეწყვიტა, სადაც ადგილობრივ გუნდს ზორან მარუშიჩის დუბლით 2:0 აჯობა. მოქმედი ჩემპიონი 23 ქულით მეორეა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „გაგრას“ შეხვდება. „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა და წინ „ტორპედოსთან“ თამაში ელოდება.

ბრწყინვალე ფორმაშია „სამგურალი“, რომელმაც ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. იმერულმა გუნდმა შინ „შუქურას“ ადვილად, 4:1 სძლია და 22 ქულით მესამე ადგილზე დამაჯერებლადაა, ხოლო აჭარული გუნდი კრიზისშია, მხოლოდ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

აუტსაიდერთა დუელში, რომელშიც „გაგრა“ და „თელავი“ შეხვდნენ, გუნდებმა გოლები გაცვალეს, შესაბამისად, ქულებიც გაიყეს. „გაგრას“ 9, ხოლო „თელავს“ 7 ქულა აქვს და ორივე გადარჩენისთვის იბრძვის.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 3:3 (0:1)

გოლები: 0:1 ღუდუშაური (40), 0:2 ზარია (48), 0:3 მამუჩაშვილი (73, პენ), 1:3 სილაგაძე (87), 2:3 სილა (89), 3:3 სილა (90, პენ)

„სამტრედია“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (34), 0:2 მარუშიჩი (58)

„სამგურალი“ – „შუქურა“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლომინაძე (20, პენ), 1:1 ფაცაცია (45), 2:1 ხორხელი (47), 3:1 გომეზი (58), 4:1 ჩიხრაძე (88)

„გაგრა“- „თელავი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 შონია (44), 1:1 ილურიძე (63)

0.115761