ფეხბურთი

21:47 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ მზადაა ბელინგემს კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი შესთავაზოს

მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელები მზად არიან დორტმუნდის „ბორუსიის" ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი შესთავაზონ - გვამცნობს Cadena SER.

ახალგაზრდა ნახევარმცველის ხელფასი ოდნავ დაბალი იქნება, ვიდრე მეკარე ტიბო კურტუასი და გარემარბ ვინისიუსისა. მოთამაშეს გრძელვადიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ (ხუთიდან ექვს წლამდე).

„რეალს" სურს ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ გამოაცხადოს, რადგან მეტოქე „მანჩესტერ სიტი“ ასევე ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში „რეალის“ პრიორიტეტი ბელინგემის ტრანსფერია, მადრიდული კლუბი 19 წლის ფეხბურთელისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113226