ფეხბურთი

14:09 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონმა „არსენალის“ გულშემატკივრებს ატირებული ბავშვის ჟესტი უჩვენა

„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელმა მეკარემ, ედერსონ მორაესმა, ინგლისური პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩის ბოლოს, „არსენალის“ გულშემატკივრებს დასცინა. შეხვედრა „ქალაქელთა“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

90+5 წუთზე „არსენალთან“ მეოთხე გოლი „სიტის“ ნორვეგიელმა ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა გაიტანა. ამის შემდეგ ედერსონი მის კარს უკან მყოფ „მეთოფეების“ გულშემატკივრებს მიუბრუნდა და ატირებული ბავშვი განასახიერა.

31 მატჩის შემდეგ „სიტი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 73 ქულით მეორე ადგილზეა. „არსენალი“ კი პირველზე, ორი ქულით უსწრებს „ქალაქელებს“ და ორი მატჩით მეტი ჩაატარა.

მომდევნო შეხვედრაში „სიტი“ სტუმრად „ფულემთან“ (30 აპრილი) ითამაშებს, „არსენალი“ - შინ „ჩელსისთან“ (2 მაისი).

0.110888