ფეხბურთი

18:33 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ შესაძლოა "იუვენტუსი" მომდევნო სეზონში ევროტურნირებიდან მოკვეთოს

ტურინის „იუვენტუსს“ უეფა სერიოზული სანქციით და ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმოებული გამოძიების დასრულებას შესაძლოა, უეფა არ დაელოდოს და გამოძიება დამოუკიდებლად აწარმოოს.

მომდევნო სეზონის წინ უეფამ კალენდარი უნდა დაგეგმოს, რის გამოც თუ იტალიაში „იუვესთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება ივნისამდე ვერ მიიღეს, მაშინ უეფას ცალკე მოუწევს თავისი განაჩენის გამოტანა, რათა დამდეგი სეზონი დაგეგმოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ კაპიტალის მოგებისა და ხელფასების მანევრის საქმეზე ედავებიან. მეორე მხრივ, უეფა იტალიურ გრანდთან კონფლიქტშია სუპერლიგის გამო, ისევე, როგორც „ბარსელონასთან“, რომელსაც ევროტურნირებიდან ასევე დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა, სუპერლიგის მთავარი ინიციატორის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჯერჯერობით, უეფას მუშაობა არ დაუწყია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110894