ფეხბურთი

10:49 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 10-ჯერ გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ორმა მწვრთნელმა მოახერხა ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ცხრაჯერ - პეპ გვარდიოლამ (10) და კარლო ანჩელოტიმ (9). პეპი ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც ნახევარფინალში გასვლა ათჯერ შეძლო.

გვარდიოლამ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხჯერ გაიყვანა (2008/2009, 2009/2010, 2010/2011 და 2011/2012 წლების სეზონებში), „ბაიერნი“ - სამჯერ (2013/2014, 2014/2015 და 2015/2016) და სამჯერ - „მანჩესტერ სიტი“ (2020/2021, 2021/2022 და 2022/2023).

თუმცა, გვარდიოლას გუნდები ცხრიდან მხოლოდ სამჯერ გავიდნენ ფინალში („ბარსელონა“ 2008/2009, 2010/2011 და „მანჩესტერ სიტი“ 2020/2021 წლებში).

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „სიტი“ ანჩელოტის მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე 9 მაისს გაიმართება.

0.116481