ფეხბურთი

21:48 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის და ჯაბა კანკავას გოლები სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ „დუკლა“ 4:0 დაამარცხა, რაშიც ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ წვლილი გოლებით შეიტანეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ანგარიში გახსნა ამ შეხვედრაში, როდესაც 35-ე წუთზე თავით ზუსტად დაარტყა, ხოლო ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში ეფექტური გოლი გაუტანა. გიორგისთვის ეს პირველი გოლი იყო სლოვაკურ კარიერაში.


ჩაკვემ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გურამ კაშია კი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ქართველი ფეხბურთელების სტატისტიკა ასეთია:

ჩაკვეტაძე - 39 მატჩი, 1 გოლი, 7 საგოლე პასი, კაშია - 34 თამაში, 4 გოლი, 1 საგოლე პასი და კანკავა - 37 შეხვედრა, 2 გოლი და 2 საგოლე პასი.

„სლოვანი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ კი 3 ქულით ჩამორჩება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, „ჟილინასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116811