ფეხბურთი

1:26 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე ჩუკვუეზე "სანტიაგო ბერნაბეუზე": "ვილიარეალმა" "რეალი" დაამარცხა

დიდი ამბები იყო „სანტიაგო ბერნაბეუზე. „ვილიარეალი“ ორჯერ აგებდა „რეალთან,“ მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მაინც გაიმარჯვა - 2:3.

მატჩის გმირი „ყვითლების“ 23 წლის ნახევარმცველი, სამუელ ჩუკვუეზე გახდა. ნიგერიელმა დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სტუმართაგან გამორჩეული გახლდათ.

თავიდან მადრიდელები პაუ ტორესმა დააწინაურა, რომელმაც საკუთარ კარში გატანა „მოახერხა.“ მერე ჩუკვუეზემ გაათანაბრა და ტაიმიც ასე დამთავრდა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ვინისიუსმა ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ხოსე ლუის მორალესმა ისევ გაათანაბრა. წერტილი მე-80 წუთზე ისევ ჩუკვუეზემ დასვა, რომელმაც შორეულ „ცხრიანში“ გაუტანა კურტუას.

„რეალმა“ 59 ქულა მოაგროვა და 12 პუნქტით ჩამორჩება „ბარსელონას,“ რომელიც ორშაბათს „ჟირონას“ უმასპინძლებს.

47-ქულიანი „ვილიარეალი“ კი მეხუთე ადგილზე დადგა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

28-ე ტური. 8 აპრილი

რეალი - ვილიარეალი 2:3

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0 პაუ ტორესი (16 საკ. კარში), 1:1 ჩუკვუეზე (39), 2:1 ვინისიუსი (48), 2:2 მორალესი (70), 2:3 ჩუკვუეზე (80)

რეალი: კურტუა, ვასკესი, რიუდიგერი, ალაბა (მილიტაო 46), ნაჩო, ჩუამენი (მოდრიჩი 72), სებალიოსი (კამავინგა 75), ასენსიო, როდრიგო, ბენზემა (ვალვერდე 59), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ვილიარეალი: რეინა, ფოიტი, პაუ ტორესი, მენდი, პედრასა, პარეხო, ტერატსი (ტრიგეროსი 33), ბაენა (მოხიკა 90+1), ჩუკვუეზე (ფემენია 90+1), ლო ჩელსო (მორალესი 67), პინო (მორენო 67)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: ალბროლა როხასი

გაფრთხილება: პინო (25), პედრასა (35), ფოიტი (69)

ოსასუნა - ელჩე 2:1

0:1 მორენტე (44), 1:1, 2:1 აბდე (71, 84)

ესპანიოლი - ბილბაო 1:2

0:1 იანკი უილიამსი (22), 0:2 ნიკო უილიამსი (75), 1:2 დარდერი (90)

გაძევება: ალეიშ ვიდალი (90+2) - ესპანიოლი

სოსიედადი - ხეტაფე 2:0

1:0 ოიარსაბალი (45+2), 2:0 კუბო (60)

0.130688