ფეხბურთი

12:50 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატში ბექა მიქელთაძის "ნიუკასლ ჯეტსი" სტუმრად "მელბურნ სიტის" დაუპირისპირდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მორიგი გოლი გაიტანა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ქულა საკუთარ გუნდს სწორედ ჩვენებურმა მოუტანა.

ანგარიში 31-ე წუთზე ბექამ გახსნა. 25 წლის შემტევმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეტოქემ კი ქულის გადარჩემა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეძლო.

"ნიუკასლ ჯეტსს" 22 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას ისევ სტუმრად, 8 აპრილს, "ბრისბენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

გეტყვით, რომ ბექა მიქელთაძემ 90 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 6 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114334