ფეხბურთი

0:50 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ზედიზედ მეორე გამარჯვება, ვლაჰოვიჩმა სერბეთს დერბი მოაგებინა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ტურის მატჩები კიდევ ოთხ ჯგუფში გაიმართა.

B ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრებმა პირველ ტურში ნიდერლანდები გაანადგურა, მეორე ტურში კი მძიმედ, მაგრამ მაინც ირლანდიის ნაკრებს აჯობა. დუბლინში გამართული შეხვედრის ბედი ბენჟამინ პავარის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

ნიდერლანდებმა კი საფრანგეთთან შერცხვენის შემდეგ გიბრალტარი დაამარცხა, მაგრამ რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ 3 გოლი იკმარა, რაც „ნარინჯისფრებზე“ დადებითად ნამდვილად არ მეტყველებს.

საფრანგეთი 6 ქულით ლიდერია, საბერძნეთსა და ნიდერლანდებს 3-3 ქულა აქვთ, ირლანდია და გიბრალტარი უქულოდ არიან.

ირლანდია - საფრანგეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პავარი (50)

ნიდერლანდები - გიბრალტარი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დეპაი (23), 2:0 აკე (50), 3:0 აკე (82)

1. საფრანგეთი 2 2 0 0 5 0 5 6
2. საბერძნეთი 1 1 0 0 3 0 3 3
3. ნიდერლანდები 2 1 0 1 3 4 -1 3
4. ირლანდია 1 0 0 1 0 1 -1 0
5. გიბრალტარი 2 0 0 2 0 6 -6 0

E ჯგუფი

E ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა პოლონეთთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სტუმრად მოლდოვას ნაკრებთან მოულოდნელად ქულები დაკარგა და უგოლო ფრეს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ჩეხეთის ნაკრები ჯგუფში ლიდერია.

პოლონეთის ნაკრებმა კი მარცხის შემდეგ შინ ალბანეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. პოლონელთა აქტივში 3 ქულაა, მოლდოვას 2 ქულა აქვს, ფარერებს 1, ხოლო ალბანეთს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

პოლონეთი - ალბანეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სვიდერსკი (41)

მოლდოვა - ჩეხეთი 0:0 (0:0)

1. ჩეხეთი 2 1 1 0 3 1 2 4
2. პოლონეთი 2 1 0 1 2 3 -1 3
3. მოლდოვა 2 0 2 0 1 1 0 2
4. ფარერები 1 0 1 0 1 1 0 1
5. ალბანეთი 1 0 0 1 0 1 -1 0

F ჯგუფი

ევროშესარჩევი ციკლი შესანიშნავად დაიწყო ავსტრიის ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ესტონეთი მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა - 2:1. ავსტრიელები აგებდნენ, მაგრამ მერე ორი გოლი გაიტანეს და ზედიზედ მეორედ იმარჯვეს.

შვედეთის ნაკრებმა ბელგიასთან უმძიმესი მარცხი აზერბაიჯანის ნაკრებთან გამარჯვებით დაივიწყა. სკანდინავიელებმა მეტოქეს ძალიან აჯობეს და 5:0 გაანადგურეს.

ავსტრია ლიდერია, ბელგიას და შვედეთს 3-3 ქულა გააჩნიათ, ხოლო ესტონეთი და აზერბაიჯანი უქულოდ არიან.

ავსტრია - ესტონეთი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 საპინენი (25), 1:1 კაინცი (68), 2:1 გრეგორიტში (88)

შვედეთი - აზერბაიჯანი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფორსბერგი (38), 2:0 მუსტაფაზადე (65, ა.გ), 3:0 გიოკერესი (79), 4:0 კარლსონი (88), 5:0 ელანგა (89)

1. ავსტრია 2 2 0 0 6 2 4 6
2. ბელგია 1 1 0 0 3 0 3 3
3. შვედეთი 2 1 0 1 5 3 2 3
4. ესტონეთი 1 0 0 1 1 2 -1 0
5. აზერბაიჯანი 2 0 0 2 1 9 -8 0

G ჯგუფი

G ჯგუფში სერბეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დრაგან სტოიკოვიჩის გუნდმა მონტენეგროს ნაკრები სტუმრად 2:0 დაამარცხა, რაც დუშან ვლაჰოვიჩის დამსახურებაა. „იუვენტუსის“ ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და დუბლი შეასრულა. შესაბამისად, სერბეთს მოაგებინა.

უნგრეთის ნაკრებმა პირველი თამაში ჩაატარა და შინ ბულგარეთის ნაკრებს პრობლემების გარეშე 3:0 აჯობა. შესაბამისად, ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ორი ტურის შემდეგ სერბეთი 6 ქულით ლიდერია, უნგრეთსა და მონტენეგროს 3-3 ქულა აქვთ, ლიეტუვას და ბულგარეთს ქულა არ მოუპოვებიათ.

უნგრეთი - ბულგარეთი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ვეჩსეი (7), 2:0 შობოშლაი (26), 3:0 ადამი (39)

მონტენეგრო - სერბეთი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (78), 0:2 ვლაჰოვიჩი (90)

1. სერბეთი 2 2 0 0 4 0 4 6
2. უნგრეთი 1 1 0 0 3 0 3 3
3. მონტენეგრო 2 1 0 1 1 2 -1 3
4. ლიეტუვა 1 0 0 1 0 2 -2 0
5. ბულგარეთი 2 0 0 2 0 4 -4 0
0.11614