ძიუდო

18:15 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია!

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი ილია სულამანიძემ (100 კგ) მოუტანა, რომელიც ოქოს დაეუფლა.

ილიამ ფინალამდე ერთმანეთის მიყოლებით ჩილელი ტომას ბრისენო, ჩეხი მარტინ ბეზდეკი და ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე მედლები გიორგი სარდალაშვილმა (ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილმა (ბრინჯაო), ლუკა მაისურაძემ (ვერცხლი), ლაშა ბექაურმა (ოქრო), ილია სულამანიძემ (ოქრო) და გელა ზაალიშვილმა (ოქრო) მოუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11624