ფეხბურთი

21:49 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „მილანი" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე - ორი სრულიად განსხვავებული გუნდია

„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს „როსონერისა“ და „ბებრი ქალბატონის“ შესახებ.

„ჩემპიონატში „მილანი“ და „იუვენტუსი“ კატასტროფულად თამაშობენ. ვფიქრობდი, წლეულს ფავორიტები „ინტერი“ და „იუვენტუსი“ იქნებოდნენ. ტურინელებს სეზონის დასაწყისში ჰქონდათ პრობლემები, რადგან მათი საუკეთესო ფეხბურთელები პოგბა, კიეზა და დი მარია არ თამაშობდნენ. ამის გამო ქულები დაკარგეს. ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ.

„მილანი“ შარშანდელივით ვეღარ თამაშობს. როცა ტიტულს იგებ, ხანდახან გგონია, რომ ახლა გამარჯვებები ადვილი იქნება და ერთმანეთის დახმარებას ივიწყებ. როდესაც გუნდი იგებს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ისინი თავს უბრძოლველად გამარჯვებულად გრძნობენ.

მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, ეს სრულიად განსხვავებული გუნდია. იგივე ხდება მადრიდის „რეალის" შემთხვევაშიც. ზოგიერთ მატჩში „მილანი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა. მაგალითად, „სასუოლოსთან.“ პატარა გუნდების წინააღმდეგ... მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სულ სხვაა. „მილანის“ ფეხბურთელების პრობლემა მათ თავებშია.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114248