სხვა

13:30 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთში ლეგიონერების და შეხვედრის ფრედ დასრულების შესახებ წესები იცვლება

საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციამ 6 საწყლოსნო სპორტში, მათ შორის წყალბურთშიც წესები შეცვალა.



წესების ცვლილება ორ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ერთ შემთხვევაში საქმე ლეგიონერების დამატებას ეხება, მეორე შემთხვევაში კი მატჩების ფრედ დასრულებას.

აქამდე წყალბურთელს მოქალაქეობის შეცვლიდან 1 წელში შეეძლო ახალ ეროვნულ ნაკრებში თამაში - ამჟამად ეს პერიოდი 3 წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოთამაშე ამ 3-წლიან პერიოდში ახალ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს და მისი ტერიტორია არ უნდა დატოვოს. ეს წესი მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რადგან ჩვენს გუნდში არაერთი ლეგიონერი თამაშობს, მომავალში კი მათი დამატება უფრო მეტად რთული გახდება.

რაც შეეხება მეორე წესს, წყალბურთის მატჩებში არცერთ ტურნირზე ფრე აღარ დაფიქსირდება. შეხვედრის თანაბარი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში პენალტების სერია დაინიშნება. მსგავსი ფორმატი იყო ახლახანს დასრულებულ მსოფლიო თასზეც, სადაც საქართველომ სერბეთი სწორედ პენალტების სერიაში დაამარცხა. ჯერ-ჯერობით უცნობია იმდენივე ქულა დაეწერებათ გუნდებს პენალტებში მოგების შემთხვევაში, რამდენიც ძირითად დროში თუ არა, მაგრამ ეს წესი აუცილებლად დადასტურდება.

ახალ წესებზე განაცხადი 2023 წლის 23 თებერვალს შევიდა, ასე რომ იმ წყალბურთელებმა, რომლებმაც მოქალაქეობა 23 თებერვლის შემდგომ შეიცვალეს, ახალ ეროვნულ გუნდში თამაშს 3 წელი უნდა ელოდნონ.

თეგებიწყალბურთი
0.113591