სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:22 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "თანაგუნდელების გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი"
"ნაპოლიში" სადებიუტო გოლმა თვითრწმენა ამიმაღლა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე თემაზე ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელმა ბავშვებს რჩევაც მისცა, რომ ბევრი იშრომონ თავიანთი ოცნებების ასახდენად.

"დინამო ბათუმიდან "ნაპოლიში" ნაბიჯამდე

„ბათუმში რომ ჩავედი, თავდაჯერება დამიბრუნეს. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში, რადგან ყველა თამაშზე სტადიონი გადავსებული იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ და „დინამო ბათუმმა“ დიდი როლი ითამაშა „ნაპოლიში“ გადასვლამდე".

საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებზე

"გულშემატკივრებს ყველას დიდ მადლობას ვუხდი. მინდა, ვთქვა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს, მჯერა, რომ ორივე თამაშზე სტადიონი სავსე იქნება, როგორც მონღოლეთთან, ისე ნორვეგიასთან. ჩვენ კი, ვეცდებით, რომ ისინი სახლში გახარებულები დავაბრუნოთ".

გაუმჯობესებულ სათამაშო ნიუანსზე

"ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ალბათ, დაცვითი თამაში, უფრო გუნდურად ვთამაშობ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, უფრო მეტად ჩემს თავზე ვიღებდი თამაშს, მაგრამ ასეთ გუნდსა და ნაკრებში თამაშმა მოიტანა ის შედეგი, რომ უფრო გუნდთან ერთად ვთამაშობ, რადგან მათ გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი".

"ნაპოლიში" ადაპტაციაზე

"პირველად, როცა ნეაპოლში ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი - ცუდს. პირველივე თამაშში გოლი რომ გავიტანე, ჩემში თვითრწმენა ამაღლდა, ვიფიქრე, რომ მეც შემეძლო იმ დონეზე თამაში, რა დონის ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე რწმენა, რაც შემდგომში დამეხმარა".

თამაშის წაგებაზე

"წაგებას ცუდად ვიღებ, მაგრამ თუ მოედანზე ვარ და ვაგებ, ყველაფერს ვაკეთებ, აგრესიული ვხვდები, ვცდილობ გავამწვავო თამაში და ჩემს გუნდს დავეხმარო".

მშობლების როლზე

"ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მშობლობებს მიუძღვით, იმიტომ, რომ მათგან სწავლობ, ის გადმოგაქვს, რასაც ისინი გასწავლიან. მეც ვცდილობდი, რომ ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი და ვფიქრობ, გამომივიდა. ახლო მეგობრებმა ნათესავებმაც ამაში დიდი როლი ითამაშეს. ყველა ადამიანს აქვს მინუსი, მათ შორის, მეც, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ჩემს თავთან, რა შეიძლება გამოვასწორო, მაგალითად, არის მომენტი, როცა გულშემატკივრებთან ვერ ვჩერდები და ფოტოს ვერ ვიღებ, მაგრამ უნდა გამიგონ ზოგჯერ, რომ ცოტა რთულია. ზოგჯერ მეც მეშლება ნერვები, თუ რატომ არ გავჩერდი და ფოტო არ გადავიღე, თუმცა, მართლა ძალიან რთულია".

რჩევა მომავალ თაობას

"მეც ვიყავი ბავშვი, მეც მქონდა ოცნებები, რომელიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს აუცილებლად შეუძლია ოცნების ახდენა, თუ იშრომებს, ყველაფერს გააკეთებს. რაც უნდა დაბრკოლება იყოს, ძლიერი უნდა იყოს, წამოდგეს ფეხზე, არასდროს დაეცეს. ბავშვებს მინდა მივმართო, რომ ყველაფერი გააკეთონ თავისი ოცნებებისთვის, ჩემი აზრით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, ერთადერთი მთავარია, რომ შრომა არაფერს დააკლონ, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ნებისმიერ სფეროში".

გულშემატკივრებზე

"როცა ამდენი ხალხი გგულშემატკივრობს, პასუხისმგებლობაც მეტია, უფრო მეტი უნდა იშრომო და დაამტკიცო მოედანზე. ისინი ძალიან მეხმარებიან, ყოველთვის თბილისი მესიჯები მომდის, ძალიან მამხნევებენ, რისთვისაც მადლობელი ვარ. ვპირდები, რომ ჩემს მაქსიმუმს აუცილებლად გავაკეთებ და ვეცდები, რომ უფრო მეტად გავახარო ჩემი გულშემატკივრები".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 19 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ნაპოლიში“ 30 მატჩში თავი 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.12151
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X