ფეხბურთი

21:37 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი კლასიკოზე: „ბარსელონას" გამარჯვება შეიძლება მძიმე დარტყმა გამოდგეს „რეალისთვის"

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, მადრიდის „რეალთან" მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუნდები პრიმერას 26-ე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი 19 მარტს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 სათზე დაიწყება.

„რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ჩვენი გამარჯვება შეიძლება მძიმე დარტყმა გამოდგეს „რეალისთვის". ვეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ. ამას თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ, „ბერნაბეუზე“ ბოლო თამაშის გამოკლებით. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად დავემსგავსოთ საკუთარ თავს, ისე, როგორც სუპერთასის ფინალში გამოგვივიდა.” - ციტირებს ჩავის სიტყვებს Football Espana.

ესპანეთის ჩემპიონატის 25 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილს 65 ქულით ლიდერობს და მადრიდის „რეალს“ 9 პუნქტით უსწრებს.

0.121942