სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:07 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის 5 გოლი და "სიტის" 7:0!
12 წლის შემდეგ "ინტერი" მეოთხედფინალში გავიდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგას კიდევ ორი მეოთხედფინალისტი შეუერთდა - „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“. „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგთან“ გასვლაზე ვერ მოიგო (1:1) და იმ მატჩში ერლინგ ჰოლანდიც გააჩერეს, მაგრამ „ეტიჰად სთედიუმზე“ ნორვეგიელმა იფეთქა და 5 გოლი გაიტანა!

ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია ლიონელ მესისა და ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი მიითვალა. გარდა ამისა, ყველაზე სწრაფად შეძლო ამ ტურნირზე 30-გოლიან ზღვარზე გადაბიჯება, როგორც მატჩების რაოდენობით, ისე ასაკით.

პეპ გვარდიოლას გუნდმა კი ჰოლანდის პენტათრიქი არ იკმარა, კიდევ ორი გოლი გაიტანა და გერმანული გუნდი 7:0 გაანადგურა. შედეგად, ორი მატჩის ჯამში 8:1 მოიგო და მეოთხედფინალშია. ზუსტად ორ კვირაში ერლინგ ჰოლანდი ბათუმში იქნება და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

„ინტერს“ „პორტუსთან“ შინ რომელუ ლუკაკუს გოლით 1:0 ჰქონდა მოგებული და სტუმრად ეს მცირე უპირატესობა კარგად დაიცვა. სიმონე ინძაგის გუნდმა დაცვაში გამართული ფეხბურთით აჯობა მეტოქეს, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 95-ე წუთზე პორტუგალიელებმა სამი საოცარი მომენტი გაანიავეს.

ჯერ ივან მარკანოს დარტყმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს, შემდეგ მეჰდი ტარემის მეკარემ, ანდრე ონანამ აჯობა და თან ბურთი ძელსაც მოხვდა, ხოლო მერე მარკო გრუიჩის დარტყმისგან „ნერაძური“ ხარიხამ გადაარჩინა! ეს ყველაფერი ერთი წუთის ინტერვალში მოხდა! არადა, მანამდე მთელი თამაში „პორტუ“ რეალური საგოლე მომენტის გარეშე იყო. საბოლოოდ, 1:0 ორი მატჩის ჯამში და „ინტერი“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალშია. ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე მილანური გრანდი ბოლოს 2011 წელს იყო - დიდი დრო გავიდა.

სხვათა შორის, „მილანი“ და „ინტერი“, ორივე ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებენ 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ. საინტერესოა, რომ ორივე მილანურმა გრანდმა ორი მატჩის ჯამში 1:0 იმარჯვა: „როსონერიმ“ „ტოტენჰემთან“ და „ნერაძურიმ“ „პორტუსთან“.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან „ჩელსი“, „ინტერი“, „მილანი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და „ბენფიკა“, ბოლო ორი მეოთხედფინალისტი კი 15 მარტს გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით დიდი ალბათობით, ესენი იქნებიან „რეალი“ და „ნაპოლი“, რადგან პირველი მატჩები ორივემ სტუმრად მოიგო, თანაც სოლიდური უპირატესობით - 5:2 და 2:0.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლაიფციგი“ 7:0 (3:0) - ორი მატჩის ჯამში: 8:1

გოლები: 1:0 ჰოლანდი (22, პენ), 2:0 ჰოლანდი (24), 3:0 ჰოლანდი (45), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანდი (54), 6:0 ჰოლანდი (57), 7:0 დე ბრუინი (90)

„პორტუ“ – „ინტერი“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:1

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112132
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X