ფეხბურთი

10:48 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში პირველად ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში

კარიერაში პირველად, პსჟ-ის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ზედიზედ მესამე სეზონში ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა. პარიზელებმა პირველი შეხვედრაც დათმეს (0:1) და ტურნირს გამოეთიშნენ.

გასულ სეზონშიც პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოვარდა. ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, მადრიდის „რეალთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში წააგო.

2020/2021 წლების სეზონში კი მესი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ასევე მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.

მესი პსჟ-ში 2021 წელს გადავიდა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115887