ფეხბურთი

11:53 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ონანას სჯერა, რომ „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

„ინტერის“ მეკარე ანდრე ონანამ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პორტუს“ დამარცხების შემდეგ (1:0), განაცხადა, რომ მის გუნდს ტურნირის მოგება შეუძლია.

„პორტუ“ შესანიშნავი გუნდია., მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვაჩვენოთ, რომ მოედანზე უფრო ძლიერები ვართ.

ინძაგიმ თქვა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლიაო. Მეც ასე ვფიქრობ. „ბარსელონა“ ხომ დავამარცხეთ და მე ვარ პირველი, ვინც ფიქრობს - თასის მოგება შეგვიძლიაა“ - ციტირებს ონანას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„პორტუ“ – „ინტერის“ საპასუხო მატჩი 14 მარტს პორტუგალიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127974