ფეხბურთი

2:06 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ლაიფციგს" ვერ აჯობა, "ინტერს" ლუკაკუმ მოაგებინა

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. „ინტერმა“ „პორტუს“ მოუგო, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგის“ დამარცხება ვერ მოახერხა.

ორივე მატჩი დაძაბული იყო, თუმცა არცთუ ისე სანახაობრივი. „ინტერი“ „პორტუს“ რამდენჯერმე გადაურჩა, როდესაც ანდრე ონანამ შესანიშნავად იმოქმედა და საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა. თუმცა, პორტუგალიელები მომენტების გამოუყენებლობისთვის დაისაჯნენ.

თამაშის დასკვნით ნაწილში უპირატესობას იტალიური გუნდი დაეუფლა და გამარჯვება მოიპოვა, რაც რომელუ ლუკაკუს დამსახურებაა. ბელგიელი ფორვარდი შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, მისი დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, მაგრამ ბურთი მასვე მიუვიდა და დამატებაზე უკვე ზუსტი იყო. „ინტერმა“ მოიგო, მაგრამ ცხადია, ჯერ არაფერი აქვს გარანტირებული და ყველაფერი საპასუხო მატჩში სამი კვირის შემდეგ გაირკვევა.

„მანჩესტერ სიტიმ“ კი გერმანიაში „ლაიფციგს“ ვერ აჯობა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ტაიმი რიად მაჰრეზის გოლით მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ იოშკო გვარდიოლმა წონასწორობა აღადგინა - 1:1. ვერმოგების მიუხედავად, ცხადია, „სიტი“ წყვილში აშკარა ფავორიტია, რადგან საპასუხო შეხვედრას შინ ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებული ორი წყვილის საპასუხო მატჩები 14 მარტს გაიმართება.

„ინტერი“ – „პორტუ“ 1:0 (0:0)

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-5-2): ონანა; შკრინიარი (დუმფრისი 81), აჩერბი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (ბროზოვიჩი 71), დიმარკო (გოსენსი 58); ლაუტარო, ჯეკო (ლუკაკუ 58)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„პორტუ“ (4-4-2): კოშტა; ჟოაო მარიო (ბორხესი 90), პეპე, მარკანო, ზაიდუ; ოტავიო, ურიბე, გრუიჩი, გალენ (ევანილსონი 51); ტარემი (ვენდელი 83), პეპე

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

გოლები: 1:0 ლუკაკუ (86)

გაფრთხილება: დიმარკო (41) - ოტავიო (41, 78), პეპე (63)

გაძევება: ოტავიო (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:0 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

„ლაიფციგი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (0:1)

ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“

„ლაიფციგი“ (4-2-3-1): ბლასვიჩი; კლოსტერმანი (ჰენრიხსი 46), ორბანი, გვარდიოლი, ჰალსტენბერგი (რაუმი 89); ლაიმერი, შლაგერი (ჰაიდარა 82); შობოშლაი, ფორსბერგი (ნკუნკუ 66), ვერნერი; ანდრე სილვა (პოულსენი 82)

მწვრთნელი: მარკო როზე

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოლკერი, აკანჯი, დიაში, აკე; როდრი, გიუნდოგანი; მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, გრილიში; ჰოლანდი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მაჰრეზი (27), 1:1 გვარდიოლი (70)

გაფრთხილება: ჰენრიხსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 12 (3) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: სერდარ გოზუბუიუკი (ნიდერლანდები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115494